logo
ENG



"კოალიცია ცვლილებისთვის" არჩევნების ტოტალურად გაყალბების მიგნებებს ასაჯაროვებს

14 ნოე 202419:54
3 წუთის საკითხავი
 

წართმეული არჩევნების მამხილებელი ფაქტები დღეს მედიას გაფართოებულ შეხვედრაზე წარუდგინა კოალიციამ ცვლილებისთვის. პრეზენტაციისთვის მომზადებული მასალა იმდენად მასშტაბურია, რომ ლიდერებმა ის ღონისძიებაზე რამდენიმე ყუთით მიიტანეს. 

კარუსელი, ძალადობა, შანტაჟი, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება - ოცნების მიერ გამოყენებული აქამდე ცნობილი მეთოდების გარდა, კოალიციამ მედიას გააცნო ისეთი ინფორმაციაც, რაც აქამდე არ თქმულა. მაგალითად, გაერთიანების ცნობით,  მთავრობამ ავიაკომპანიებს მოსთხოვა არჩევნების დღეს საქართველოში ჩამოსული პირების სიები. ითქვა ისიც, რომ პარტნიორებთან სანქცირების მოთხოვნით მუშაობა მიმდინარეობს კონკრეტული სახელებით და გვარებით, რეგისტრატორების დონეზეც კი, რათა პასუხი აგოს ყველამ, ვინც გაყალბებაში მონაწილეობდა.


close დახურვა